ნინა ზარქუა “ მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

“მინდა გამოვეხმაურო მთავარი არხის ასეთ “მნიშვნელოვან” რეპორტაჟს. მინდა გითხრათ, რომ მართლაც ვიმყოფებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მეგობრის უგემრიელეს რესტორანში Dining room- ში და ნამდვილად ავღნიშნეთ 8 მარტი, როგორც ვიდეოებში ჩანს ნაყოფიერადაც)) 9 საათზე ყველანი ვიყავით სახლებში, ( მინდა გითხრათ რომ ყველა ვცხოვრობთ ძალიან ახლოს ამ რესტორანთან) რაც შეეხება ინსტაგრამ სთორებს რამაც თქვენ ძალიან აღგაშფოთათ, გადაღებულია 9 საათამდე დადებულია 9 საათის შემდეგ))…. ასევე მინდა გითხრათ რომ არასდროს არ გამომიყენებია ჩემი ძმის სტატუსი რამენაირი ფორმით რამენაირ საქმეში , პირიქით იმასაც გეტყვით რომ ძალიან ბევრმა არც იცის ჩემი ძმა თუ არის ბ. ირაკლი ზარქუა , თქვენი წყალობით ბევრიც გაიგებს)) მადლობა ყურადღებისათვის და ბოდიში რომ ტყუილად გაიყინეთ 8 მარტს Dining room -ის კარებთან… პ.ს ალბათ ყველაფრის პოლიტიკაში გარევა არ მოსულა ?!”-წერს დიზაინერი ნინი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ფონიჭალაში – ერთერთი ადგილობრივი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გასაღებისას აიყვანეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დიაწყო