სპეციალისტებმა ფსკერიდან ეგვიპტური ა320-ს მეორე „შავი ყუთი“ ამოიღეს

სპეციალისტებმა ფსკერიდან ეგვიპტური ა320-ს მეორე „შავი ყუთი“ ამოიღეს

ეგვიპტესპეციალისტებმა ზღვის ფსკერიდან მეორე თვითჩამწერიც ამოიღეს, რომელიც ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავს ეკუთვნოდა – ამის შესახებ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ გააკეთა განცხადება. სააგენტოს თქმით, გუშინ ნაპოვნი იქნა პირველი „შავი ყუთი“, რომელიც დაზიანების გამო სპეციალური ტექნიკით ამოიტანეს ხმელთაშუა ზღვის სიღრმიდან. ორივე ყუთი სპეციალური აპარატურით იქნება დამუშავებული. სავარაუდოდ, ორივეს წაკითხვა იქნება შესაძლებელი, რომ პარიზიდან ქაიროში 19 მაისს გაფრენილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები დაადგინონ, რომელზეც 12 ქვეყნის 66 მოქალაქე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმიკროავტობუსისა და ცემენტმზიდის შეჯახების დროს 6 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიალუკა ფეიქრიშვილი: წაიღეს ჩემი კომპიუტერი, გაჩხრიკეს სახლი