მიკროავტობუსისა და ცემენტმზიდის შეჯახების დროს 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან-ერთმანეთს მიკროავტობუსი და ცემენტმზიდი შეეჯახნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 6 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენ 4 პიროვნებას კი მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის სანაპიროზე ათასობით გიგანტური კიბორჩხალა გამოჩნდა
შემდეგი სტატიასპეციალისტებმა ფსკერიდან ეგვიპტური ა320-ს მეორე „შავი ყუთი“ ამოიღეს