“სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს

kadagidze_57c40“სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს,” – ეს განცხადება ხურჩაში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგის დამფუძნებელმა, ირაკლი ქადაგიძემ, გააკეთა, რომელიც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

„საოკუპაციო ზონიდან მოხსნეს პოლიციის დანაყოფები, შემდეგომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების განახევრება დაიწყო, რაც შეიარაღების შემცირებით გაგრძელდა. საბოლოო ჯამში მათ გახადეს ჯავშან-ჟილეტებიც და დღეს უკვე მივიღეთ ის, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საერთოდ აღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ოკუპანტებმა მცოცავი ოკუპაცია, ქართველების მასიური გატაცებები და ბოლოს უკვე ვიხილეთ მკვლელობაც,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი კაბელების საქმეში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ხედავს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს