ზაზა ხატიაშვილი კაბელების საქმეში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ხედავს

alasania3ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კაბელების საქმეში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ხედავს.

„ეს გადაწყვეტილება გამოიტანა მთავარმა პროკურორმა, შუშის სასახლეს მბრძანებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დეტალურად იცოდა სისხლის სამართლოს საქმის მასალები მაშინ, როცა ამ მასალებს არ აძლევდნენ ადვოკატებს. ესენი არიან პოლიტპატიმრები და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

“მე ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ არ შემეძლო, ამ სიბინძურის შემხედვარე აქ არ მოვსულიყავი. როცა ირინა ენუქიძემ პირველი საპროტესტო აქცია ჩაატარა, 100 ადამიანი ვიყავით, დღეს კი, 1000-ზე მეტი ვართ. ამიტომ, ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. რომ ეთქვათ, მისი კერპი მურუსიძე იქნებოდა, მას ხმას არავინ მისცემდა. დღეს ფარცხალაძე და ივანიშვილი არიან პროკურორები. ჩვენი ვალია, ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ქვეყანა უთავო გველეშაპმა აღარ მართოს. თუ ამ საქმეში საბრალდებო სკამზე ვინმე უნდა დაჯდეს, ეს ივანიშვილი და პროკურორები არიან”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

პროკურატურასთან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები, საზოგადოების ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დაკავებას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად
შემდეგი სტატია“სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს