სოზარ სუბარი : „ქართული ოცნება” 30-ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამის პირობას გაძლევთ

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. რვა წელი რასაც ვაშენებდით, დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ ოთხ წელში ეს ყველაფერი უნდა განმტკიცდეს, – ამის შესახებ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა, საარჩევნო კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებაში პროფესიონალების გუნდი ჰყავდეს.

„თუნდაც, ბოლო ექვსმა თვემ, „კოვიდთან” ბრძოლამ გვაჩვენა, რა სერიოზული გამოწვევები შეიძლება დადგეს და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად შეკრული, პროფესიონალების გუნდი იდგეს ქვეყნის სათავეში, როგორც პარლამენტში ისე მთავრობაში. გუნდი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქე, მთავრობის თითოეული წევრი და დეპუტატები ერთად ვიბრძოდით, რომ ქვეყანა ამ საფრთხისგან გადაგვერჩინა. დასახელებული კადრები არიან გამოცდილები და მათ შეუძლიათ, საკუთარი წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. ერთ-ერთი დიდი საარჩევნო ოლქია სამგორის რაიონი, ვიცნობ, თითოეულ ქუჩასა და უბანს. რაც შეეხება კონკურენტებს, „ქართული ოცნება” 30 -ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის პირობას გაძლევთ. ისევე, როგორც პროპორციულ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ ვისაუბრებთ, როგორც უკვე გაკეთებულზე, ასევე გასაკეთებელზე”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : მთავარია, არა კონკურენტულ პაექრობაზე დროის ხარჯვა, არამედ იმაზე კონცენტრირება, რითაც შეგიძლია, შენს ამომრჩეველს მხარში ამოუდგე
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება