დავით ზალკალიანი : თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება

„ქართული ოცნება“ არის ერთიანი გუნდი, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობასა და გამოცდილებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის უაღრესად გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, წარმატებით გადალახავს ყველა საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პროცესს და ღირსეულად გაიმარჯვებს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი იქნება შეუქცევადი, რადგანაც რვა წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, რაც იყო დადასტურებული ქმედებით, კონკრეტული საქმიანობითა და ხელშესახები შედეგებით. ეს გზა გაგრძელდება ოქტომბრის გამარჯვების შემდეგაც, რადგან თუნდაც ის ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : „ქართული ოცნება” 30-ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამის პირობას გაძლევთ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი : მჯერა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს