სოზარ სუბარი – დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურს 49 ოლქში მოვიგებთ

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური 50-ვე ოლქში ჩაივლის მშვიდად.

„ვერავინ ვერ გაბედავს რაიმე მცირე ინციდენტებსაც კი, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში. შედეგი თუ გაინტერესებთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 50 ოლქიდან 49-ში „ქართული ოცნება“ მოიგებს. ერთ ოლქს ვერ მოვიგებთ, რადგან იქ ჩვენი წარმომადგენელი არ არის, მთაწმინდას ვგულისხმობ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების წესი დაამტკიცდა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ნატო-ს 16 წევრი თანახმაა, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ბატალიონების ფორმირებაში ჩაერთოს