იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს 16 წევრი თანახმაა, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ბატალიონების ფორმირებაში ჩაერთოს

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ნატო-ს წევრი 16 სახელმწიფო თანახმაა, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ბატალიონების ფორმირებაში ჩაერთოს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თვადაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცადა.

“ჩვენი ძალები იქნება ნამდვილად მრავალეროვნული. ამგვარად ჩვენ ვაგზავნით სიგნალს: ნატო მოქმედებს ერთიანად. თავდასხმა ნებისმიერ მოკავშირეზე განხილული იქნება, როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ლატვიაში ბატალიონს ალბანეთის, იტალიის, პოლონეთისა და სლოვენიის ძალები შეუერთდებიან. ლატვიაში განთავსებულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს.

გერმანიის მეთაურობით ლიტვაში განთავსებულ ბატალიონს შეურთდებიან სამხედროები ბელგიიდან, ხორვატიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან და ნორვეგიიდან.

დანია და საფრანგეთი შეუერთდებიან ბატალიონს ესტონეთში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უხელმძღვანელებს.

ბრიტანელი და რუმინელი სამხედროები კი შევლენ ბატალიონში, რომელიც პოლონეთში განთავსდება და რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს.

ოთხივე ბატალიონი აღმოსავლეთ ევროპაში 2017 წლის დასაწყისში განთავსდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის ივლისში ვარშავაში ნატო-ს სამიტზე იქნა მიღებული. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბატალიონების განთავსების მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ამას გარდა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ექვსი მოკავშირე – კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ – შავ ზღვაში ძალების განთავსებას დათანხმდა. აღნიშნული ზომა მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ქმედებებით”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოკავშირეებმა მინისტერიალზე განიხილეს რუსეთის აქტიურობა ალიანსის საზღვართან, მათ შორის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში გამართული წვრთნები და კალინინგრადში “ისკანდერის” ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსება

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურს 49 ოლქში მოვიგებთ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება