სოფო მოსიძე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი აღარ არის

სოფო მოსიძემ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს  უთხრა ამ პოსტზე ოთხი წელი იმუშავა, რაც საკმარისი დრო იყო.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2018 წლის აგვისტოდან აღარ მუშაობს. კითხვაზე სად გააგრძელებს მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, სოფო მოსიძე ამ საკითხზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. მოსიძე ამ თანამდებობას 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტურია.  პრესსამსახურის ხელმძღვანელს პრემიერი დაასახელებს.

წყარო: www.netgazeti.ge

banner
წინა სტატიაშიჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოში დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდასაჭერად 45 ათასი ხელმოწერა შეიტანა