სოფო კილაძე – კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2018 10:23

სოფო კილაძე – კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები საპატრიარქოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც ქართველი ერის ინტერესშია.

„ჩვენ ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც ამ პროცესს წაადგება. ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ, რომელიც მოსახლეობასთან შეთანხმებული არ იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილისა და დედა ეკლესიის აზრი, აქედან გამომდინარე, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება”, – აღნიშნა კილაძემ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მასზე მსჯელობა კონსულტაციების შემდეგ დაიწყება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2018 10:23