ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. თანამდებობა დატოვა გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტზე ენერგეტიკულ მიმართულებას კურირებდა.

ნათია თურნავა 2013 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, უფრო ადრე კი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე – კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავა: რით ვერ გაძღა ბიძინა ივანიშვილი…