სოფო კილაძე : ჭიჭინაძე არღვევდა პარტიულ დისციპლინას და შეურაცხყოფას აყენებდა გუნდის წევრებს

ის პარტიულ დისციპლინას არღვევდა და არაერთხელ მიაყენა გუნდის სხვადასხვა წევრს შეურაცხყოფა – აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშრებით:
„ნებისმიერ განვითარებულ, დასავლურ პარტიას აქვს პარტიული დისციპლინა. სამწუხაროდ, დავით ჭიჭინაძე არღვევდა პარტიულ დისციპლინას და არაერთხელ მიაყენა ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, რაც ვფიქრობ, არის ცუდი. ასე არ უნდა იქცეოდეს „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი. „ქართულ ოცნებას“ არ ეკადრება, რომ გუნდის წევრებმა სახალხოდ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა.
ჩვენს პარტიაში საზოგადოებას არაერთხელ გაუგია აზრი და ეს არის ნორმალური. მე პირადად, დამიფიქსირებია განსხვავებული აზრი, მაგრამ ამისთვის არავის გავურიცხივარ პარტიიდან. მთავარი, რაც მე არ გამიკეთებია, არის ის, რომ სხვა ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საფუძველი არ იყო კრიტიკული აზრი, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა, რაც დაუშვებელია“, -განაცხადა სოფიო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფოში მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობაა” – ვოლსკი ჭიჭინაძის გარიცხვაზე
შემდეგი სტატიასუს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა