სოფო გუგეშაშვილი – მაჟიეთის და ხიეშლებისკენ მიმავალი გზა ხსნილია, ასე მყისიერად არცერთ ხელისუფლებას არ მოუგვარებია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები

დღეიდან მაჟიეთის და ხიეშლებისკენ მიმავალი გზა ხსნილია!
ხიდი მდინარე ბოდეურაზე აღდგენილია!
მიბრძანდით, ვისაც გსურთ!
იმ სოფლებში ვიცხოვრე და ვიცი,
რასაც ვამბობ: ასე გულიანად, პატივისცემით და დაფასებით არასოდეს, არცერთი მთავრობა არ მოგვქცევია!, – ამის შესახებ ონის მკვიდრი სოფო გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასე მყისიერად არცერთ ხელისუფლებას არ მოუგვარებია
ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

“ზოგისთვის მაჟიეთი და ხიდეშლები ალბათ მთის ჩვეულებრივი, მიყრუებული და გამოცარიელებული სოფლებია, სადაც მამალი თითქმის აღარ ყივის, სადაც სათიბებს, მინდვრებს და სახნავ-სათესს ტყემ გადაუარა, სადაც საფლავი გაცილებით მეტია, ვიდრე ცოცხალი ადამიანი.
ჩემთვის კი ეს სოფლები მამულეთი და დედულეთია, ის სოფლებია, სადაც 53 წლის წინ ბაქოს ცენტრიდან წამოგვიყვანა მამამ, ნამდვილმა ქალაქელმა ბიჭმა, ბორის გუგეშაშვილმა. წამოგვიყვანა მაშინ, როცა სოფლიდან ყველა ქალაქში გარბოდა და წამოგვიყვანა არა იმიტომ, რომ რამე ეშოვნა, სარგებელი ენახა, გამდიდრებულიყო და კარიერა აეწყო, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, ვერ სუნთქავდა თავისი სოფლების, თავისი ხეობის გარეთ. მანქანა არ გვქონდა, ქვეითად მოსიარულეებმა ვიცხოვრეთ, ვიშრომეთ, ვიარეთ ონსა და მაჟიეთს შორის. ჩვენც გადაგვედო მისი ფანატიზმამდე მისული სიყვარული და ერთგულება ჩვენი დედულ-მამულის მიმართ. ამიტომ არის, რომ როცა რაღაც გასაჭირი ადგას მაჟიეთს და ხიდეშლებს, მგონია, რომ ყველაზე მეტად, სხვაგვარად განვიცდი, ამას ვერავის ავუხსნი, არც კი შევეცდები. როცა კარგი რაღაც ხდება, ისევ მგონია, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ.
ცუდი დღეები დასრულდა!
დღეიდან ჩემი სოფლებისკენ მიმავალი გზა ხსნილია!
ხიდი მდინარე ბოდეურაზე აღდგენილია!
მიბრძანდით, ვისაც გსურთ!
იმ სოფლებში ვიცხოვრე და ვიცი,
რასაც ვამბობ: ასე გულიანად, პატივისცემით და დაფასებით არასოდეს, არცერთი მთავრობა არ მოგვქცევია!
ასე მყისიერად არცერთ ხელისუფლებას არ მოუგვარებია
ჩვენი პრობლემები!
ძალიან მადლიერი ვარ!
და კიდევ, მაშველებს უზომო მადლობა სითბოსთვის, თავდადებული და დაუზარელი შრომისთვის და ადამიანების გამხნევება-გახალისებისთვის”, აცხადებს სოფო გუგეშაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი:საქართველოს ომი არ დაუწყია!
შემდეგი სტატიაკრამონი: აგვისტოს ომს წინ უძღოდა რუსეთის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული აგრესია