სოფლად ვაქცინაციის კამპანია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს

სოფელ ინგირსა და კახათში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ვაქცინაცია.
რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს და სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. კამპანიის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 30 სოფელი შეირჩა, სადაც აცრის მსურველთა ორგანიზებული ვაქცინაცია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „ALLPRINT“-ი წარმოებას აფართოვებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს კვლევებს დაუფინანსებს