სოფიო ქაცარავა: სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე დავიწყებთ მუშაობას, რომ მომავალში აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ეუთოს ანგარიშში აისახა

სოფიო ქაცარავამ ეუთოს ყოველწლიური მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, სიტყვით მიმართა წევრებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასებებისთვის.

„საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რომ მომავალში აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ეუთოს ანგარიშში აისახა. ეს არის ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს ზოგადად საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : მაქვს მოლოდინი, რომ 16 დეკემბერი კარგად ჩაივლის და ეს დღე დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია
შემდეგი სტატიაუტიფარ განცხადებას ვისმენთ მისი მხრიდან – ოთარ კახიძე იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლაზე ბესელიას პასუხობს