უტიფარ განცხადებას ვისმენთ მისი მხრიდან – ოთარ კახიძე იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლაზე ბესელიას პასუხობს

ევროპული საქართველო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. ოთარ კახიძის თქმით ეკა ბესელია გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ ვერც სერგი კაპანაძე და ვერც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები კომიტეტის სხდომას ვერ დაესწრებოდნენ. კახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას განცხადება თითქოს ხორავას ქუჩის საქმეზე შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა ევროპული საქართველოს წევრების კომიტეტზე არმისვლის გამო ჩაიშალა, უტიფრობაა.

„სრულიად უტიფარ განცხადებას ვისმენთ მისი მხრიდან. მაშინ როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალურად იყო გაფრთხილებული ჩვენი მხრიდან, რომ ამ საკითხის მომხსენებელი სერგი კაპანაძე საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დროს ხდება საკითხის გადადება. ახლა რაღაც განცხადებას აკეთებს თითქოს, ახლა გული ეწვით როგორმე სასწრაფოდ განიხილონ ეს საქმე, როდესაც წელიწადზე მეტია გასული და ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას ამ საკითხის მოსაგვარებლად,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით იმ შემთხვევაშიც კი სერგი კაპანაძე, საქართველოში რომ ყოფილიყო, “ევროპული საქართველო” კომიტეტის სხდომას მაინც ვერ დაესწრებოდა, ვინაიდან დღეს ნიკა რურუას დაკრძალვაა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა: სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე დავიწყებთ მუშაობას, რომ მომავალში აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ეუთოს ანგარიშში აისახა
შემდეგი სტატიაქუთაისის პარლამენტში რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება