სოფელ ზვარეში საპროტესტო აქცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშების პროტესტი მესამე დღეა, გრძელდება.

როგორც ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, ქართველი მუშების ცემის ფაქტის დროულად გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, რომელიც სოფელ ზვარეში ლიანდაგის მშენებლობას აწარმოებს.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა, როლებიც ზესტაფონისა და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოფელ ზვარეში სტუდენტები ჩავლენ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პატიმრის ნიკუშა ნარსიას პასუხი გიგი უგულავას
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი არ არის