მიხეილ ჯანელიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი არ არის

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი არ არის, – ამის შესახებ განცხადებები საგარეო საქმეთა და ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრებმა გააკეთეს.

მათი თქმით, საქართველოს დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ შეიცვლება, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასე მთავრობის წევრებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას უპასუხეს. გრიგორი კარასინმა რია ნოვოსტისთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის მზად არ არის. ამის მთავარი დამაბრკოლებელი კი კონფრონტაციული რიტორიკაა, რომელიც ოფიციალური თბილისის მხრიდან პერიოდულად ისმის.

კარასინის თქმით, მოსკოვი თბილისთან უვიზო რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზვარეში საპროტესტო აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა