სოფელ ვაზისუბნიდან ერთი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა სამართალდამცველებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს

ერთთვიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები გიორგი დარჩიაშვილი პოლიციამ იპოვა და სახლში დააბრუნა.

ოჯახის წევრების თქმით, 24 წლის მამაკაცი სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ეს მისი უგზო-უკვლოდ გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დაკარგულის კვალს თბილისში, ერთ-ერთ მონასტერში მიაკვლიეს და დარჩიაშვილი უკვე საკუთარ სახლში, სოფელ ვაზისუბანში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშინაფარეულში მცხოვრებ 20 წლის გოგოს რამდენიმე დღეა ეძებენ
შემდეგი სტატიაგარდაცვლილის დედა: ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი იყო