სოფელ უშაფათის მცხოვრებლები დაზიანებული ხიდისა და სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდისა და შიდა სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ.

ადგილზე სოფელ უშაფათიდან სენაკის საკრებულოს წევრი მივიდა, რომელმლის განცხადებით ხელისუფლება აღნიშნულ პრობლემას უმოკლეს დროში მოაგვარებს და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

სოფელში პრობლემები რამდენიმე დღის წინ, უხვმა ნალექმა შექმნა, რომლის შედეგად მდინარეები ადიდდა, დაზიანდა ხიდი და სასოფლო გზები.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ბათუმში, აჭარის რეგიონის საკრებულოებისა და მერების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიალეოგრანდის ადმინისტრაცია-სახანძრო უსაფრთხოების ზომები სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია