ლეოგრანდის ადმინისტრაცია-სახანძრო უსაფრთხოების ზომები სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია

ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია 13:00 საათისთვის განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ალპერ პინარმა განაცხადა.

მისივე თქმით,სასტუმროს მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების ზომები დაცულია.

„სახანძრო უსაფრთხოების ზომები სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია. ტექნიკური დეპარტამენტისა და დაცვის დეპარტამენტის პერსონალი 24 საათის განმავლობაში სასტუმროში იმყოფება. ამ დროისათვის სასტუმროში 300-მდე დამსვენებელი იმყოფება და 400-მდე პერსონალია. ოფიციალურ განცხადებას პირველ საათზე მოგახსენებთ“, – განაცხადა ალპერტ პინარმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.

როგორც ს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.

შეგახსენებთ,სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა

banner
წინა სტატიაშისოფელ უშაფათის მცხოვრებლები დაზიანებული ხიდისა და სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა იტალიის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა