პოლიციამ ვანში მამაკაცი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავა

Crime Scene

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1987 წელს ბ.კ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ტენდერებში დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ორი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაკონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ – ბესელია