სოფელ სათხეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოცნების დეპუტატის

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2019 15:39

სოფელ სათხეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოცნების დეპუტატის

ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის ფოტო და მისი ჯილდოები გამოფინეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ენზელ მკოიანის თქმით, ის სათხეშია დაბადებული და ეთნოგრაფიული მუზეუმიდან შესთავაზეს, მისი ჯილდოები გამოეფინათ.

„იქ გამოფენილია იმ პროფესორების, აკადემიკოსების თუ მეცნიერების ფოტოები, რომლებიც სათხეში დაიბადნენ. მეც რახან დეპუტატი ვარ, ჩემი ფოტოც თვითონ გააკეთეს. თან მითხრეს ამ ჯილდოების დადება შეიძლებოდა თუ არა და დავთანხმდი. ჯილდოები სიმბოლურად იყო და ისევ უნდა ავიღო“,-თქვა დეპუტატმა.

სოფელ სათხეში ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი 24 აგვისტოს გაიხნა. მუზეუმი ალბერტ ოსოიანის შვილის, არტურ ოსოიანის დაფინანსებით აშენდა.

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2019 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics