სამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.

როგორც რამდენიმე მეზობელმა განაცხადა ქალს მკურნალობა ესაჭიროებოდა,თუმცა უარს აცხადებდა.

„ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და და მალევე გამოდიოდა,“ – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია.

„დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით“, – აცხადებს მეზობელი

ფაქტს,რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა არ ადასტურებს 51 წლის ქალის დედა.

banner
წინა სტატიაშისოფელ სათხეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოცნების დეპუტატის
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერმა პარალმენტის მუშაობა შეაჩერა