სტიქია სურამში- ხალხი სახლებიდან ვერ გამოდის, ქუჩები დატბორილია

სტიქიის კიდევ ერთი დაზარალებული – მეგი გიორგაძე, რომელიც სურამში ისვენებს, სახლიდან ვერ გამოდის. როგორც გიორგაძემ “თაიმერს” განუცხადა, ქუჩები დატბორილია.

ხალხი დახმარებას ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევის ადგილას ჯერ არ გამოჩენილა. “ვიღაც მოვიდა, ტელეფონი დატოვა და გვითხრა, თუ რამე დარეკეთო”, – ამბობს რესპონდენტი.

სტიქიის ზონაში, მისივე თქმით, მხოლოდ კერძო ნავი მოძრაობს. ვიდეომასალა, რომელიც მეგი გიორგაძემ მოგვაწოდა გადაღებულია ხარშურში ლომოურის ქუჩაზე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიათიბისი Agile Business Awards-ის გამარჯვებულია