სოფელ მსხალგორის ტყეში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს

სოფელ მსხალგორის ტყეში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ტანსაცმლით ამოიცნეს და ის დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

უწყების ინფორმაციით, მაშველების ჯგუფი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფება და ცხედრის გადმოსვენება დღეს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მთაში ხუთი თვის წინ გაუჩინარებული მონადირის ცხედარი გასულ კვირასაც იპოვეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები” – პრემიერი გიორგი კანდელაკს პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რუსული ინვესტიციები საქართველოში წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად შემოედინებოდა