გიორგი კვირიკაშვილი: რუსული ინვესტიციები საქართველოში წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად შემოედინებოდა

წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები უფრო მეტად შემოედინებოდა საქართველოში, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კანდელაკის კითხვას ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე დისკუსიის დროს.

გიორგი კანდელაკმა დასვა კითხვა საქართველოში ენერგოინვესტიციების კლების შესახებ. გარდა ამისა, კანდელაკმა პრემიერს სთხოვა, დამატებითი განმარტება გაეკეთებინა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტიციების ვარდნის მიზეზად რეგიონში არსებული კონფლიქტური სიტუაციები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ კვლავ ხორციელდება მსხვილი ინვესტიციები და მაგალითად „ბრითიშ პეტროლიუმი“ მოიყვანა.

რაც შეეხება „გაზპრომს“, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსულ კომპანიასთან მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებამ უკეთესი პირობებიით ხელშეკრულება „სოკართან“ გააფორმა.

გიორგი კვირიკაშვილმა „გაზპრომის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშისოფელ მსხალგორის ტყეში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს
შემდეგი სტატიათბილისის მერია ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლებს