სოფელ ხურჩაში ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.
ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.უწყების განმარტებით,
აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
“უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.”.-აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი მცირეწლოვანია