სოფელ კარაბულახის მოსახლეობას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციამ სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა – სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა სოფელ კარაბულახის მოსახლეობას.
გამოკვლევა 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სხვადასხვა პროფილით. უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.
ანალოგიური აქცია, რომლის სლოგანია „ჯანმრთელი ცხოვრება“, რეგიონის სხვა სოფლებშიც იგეგმება.
საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის გულია მუსტაფაევას თქმით, ასოციაცია გეგმავს სოფელში მცხოვრებ აზერბაიჯანელთათვის ქართული ენის შემსწვალელი კურსების გახსნასაც.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია კონსტიტუციის პროექტს არასამართლიანს უწოდებს
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე