ნიკა გვარამია კონსტიტუციის პროექტს არასამართლიანს უწოდებს

„კონსტიტუციის პროექტი საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ვერსია, როცა გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიაქვს ხელისუფლებას, არის ძალიან ცუდი და არასამართლიანი,“ – ამის შესახებ ნიკა გვარამია „ფეისბუქში“ წერს და მაგალითად 2016 წლის არჩევნები მოჰყვას. გვარამიას თქმით, მაშინ ასე რომ დანაწილებულიყო, „ოცნება“ მიითვლიდა ბარიერგადაულახავი პარტიების 337844 ხმას და აიღებდა 91-ის ნაცვლად 103 ხმას.
„მათ მიერ მიღებული 856638 ხმის ნაცვლად, “მიიღებდნენ” 1 194 482 ხმას. მაშინ, როცა დაუნაწილებელი მანდატების დღეს მოქმედი წესით გადანაწილების შემთხვევაში (რომელიც ყველაზე სამართლიანია და პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და გულისხმობს 5% გადაულახავი პარტიების ხმების პროპორციულ გადანაწილებას 5% გადალახულ პარტიებზე), შედეგი იქნებოდა შემდეგი: ოცნება – 91, ნაცმოძრაობა – 50, ინაშვილი – 9.“ – წერს გვარამია.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიმეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა
შემდეგი სტატიასოფელ კარაბულახის მოსახლეობას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა