სოფელ იორმუღანლოში ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს

სოფელ იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.

მათივე თქმით, დამნაშავემ ფოიეში შეღწევა და აპარატის გატანა ცენტრალური კარის საშუალებით მოახერხა. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავაინ დაუკავებიათ.

ბანკში ამ დროისთვის შეჩერებულია ფინანსური ოპერაციების ნაწილის შესრულება. მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,,ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, გუგუშვილი, შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა”
შემდეგი სტატიაზუგდიდის ვიცე-მერი გეგა შენგელია გახდა