ზუგდიდის ვიცე-მერი გეგა შენგელია გახდა

„თიბისი“ ბანკის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი გეგა შენგელია ზუგდიდის ვიცე-მერი გახდა. შენგელია აღნიშნულ პოსტზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დღეს დანიშა.

გეგა შენგელიას ინფორმაციით, ის უფლებამოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

„კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას და ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს ზუგდიდელებს”, – აღნიშნა შენგელიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ იორმუღანლოში ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს
შემდეგი სტატია,,ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს”