სოფელ ერისიმედში მოსახლეობის თერმოსკრინინგის და ტესტირებისთვის კარვები მოეწყო

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 9, 2020 10:20

სოფელ ერისიმედში მოსახლეობის თერმოსკრინინგის და ტესტირებისთვის კარვები მოეწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სოფლის შესასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი და მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.

პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობს.

სოფელ ერისიმედში covid 19 რამდენიმე დღის წინ 58 წლის ქალს დაუფიქსირდა. ინფიცირების სავარაუდო წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 9, 2020 10:20