სოფელ დუზაგრამას სოფლის გამგებელს ადგილობრივის ცემაში ადანაშაულებენ

საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამას გამგებელმა, მუხტარ ისმაილოვმა ერთ-ერთ თანასოფლელს, სეიმურ ნიაზოვს ბლაგვი საგნით თავში ჭრილობა მიაყენა.

ნიაზოვი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება გაეწია.

დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, ნიაზოვი ისმაილოვს მიწების უკანონოდ გასხვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდა, რის გამოც, გამგებელი მას ჯერ შვილების დახოცვით დაემუქრა, შემდეგ კი გზაში დახვდა და სასტიკად სცემა.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს სოფლის გამგებელი, რომელიც ასევე საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული.

იგი თავის ტკივილის ჩივილით ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 120-ე, სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.

მოკვლევას საგარეჯოს რაიონული პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირებისთვის ბრალის წაყენებას ნაადრევად მიიჩნევს
შემდეგი სტატია№25 საბავშვო ბაღში რეგისტრაცია 7 ივნისს დაიწყება