№25 საბავშვო ბაღში რეგისტრაცია 7 ივნისს დაიწყება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის №19-ში მდებარე ახალ, №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) ბავშვების რეგისტრაცია 7 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში სხვადახვა მიზეზით დაიხურა. შენობაში დევნილები იყვნენ შესახლებულები. მოგვიანებით ისინი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და აღიჭურვა.
ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

banner
წინა სტატიაშისოფელ დუზაგრამას სოფლის გამგებელს ადგილობრივის ცემაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის სასამართლო იმსჯელებს