სოფელ დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა

papavaსოფელ დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირები, რომლებიც ზუგდიდის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სახალხო დამცველის წაარმომადგენელმა მოინახულა. ლევან პაპავას თქმით, ის პაპუნა კუკავასა და მანუჩარ ქანთარიას შეხვდა.

“მათგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია” – აღნიშნა სახლხო დამცველის წარმომადგენელმა. სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, მომხდარზე მონიტორინგს განახორციელებს.

შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა. ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  აღნიშნულ ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო”, – განაცხადეს შსს-ში

banner
წინა სტატიაშიჯონ კერისა და სირიის ოპოზიციის ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაშსს-მ სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო