შსს-მ სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

როგორც „ინფო 9“-ს შსს-ს პრესსამსახურში განუმარტეს, ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

“მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტვინის შერყევისა და და თავს ქალის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა” – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა
შემდეგი სტატიაშსს-მ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა