ჯონ კერისა და სირიის ოპოზიციის ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა

კერიმედიას ხელში ჩაუვარდა აუდიო ჩანაწრი, სადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრება.
,,ნიუ იორკ თაიმსის,, სტატიაში საუბარია 22 სეტქმბერს გაეროს ასანმბლეაზე ჩასულ ბაშარ ასადის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე, სადაც კერი სირიის ოპოზიციასთან, რუსეთ-ასადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დაპირების არშესრულებაზე იმართლებს თავს.
,,პრობლემა იმაშია, რომ რუსებს საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებთ… ჩვენ კი უნდა დავიცვათ.,, აცხადებს ჩანაწერში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რომელიც სირიელ ოპოზიციონერებთან იმაზე ჩივის, რომ დიპლომატიური ძალისხმევები ძალის გამოყენების მუქარებით არ არის გამყარებული აშშ-ს მხრიდან… და რომ მისი პოზიცია, ობამას ადმინისტრაციაში მხარდაჭერილი არ იქნა… ,,თეთრ სახლში სულ სამი კაცი იზიარებს ჩემს პოზიციას, ძალის გამოყენებაზე…. ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა… მე წავაგე. ჩვენ ვცდილობთ დიპლომატიიურად გავაკეთოთ რამე, მაგრამ მესმის რომ თქვენ ეს გაღეზიანებთ. ,, აცხადებს აუდიოჩანაწერში ჯონ კერი, რომელიც სირიის ოპოზიციას ასევე უმტკიცებს, რომ ,,კონგრესი ძალის გამოყენებას არასდროს დათანხმდება,,
აუდიჩანაწერში, ჯონ კერი აგრეთვე ურჩევს სირიის ოპოზიციას მიიღონ ბაშარ ასადთან ერთად დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მისი თქმით, ამ არჩევნებში საზღვაგარეთ, ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ სირიელებსაც ექნებათ მონაწილეობის უფლება და ეს ოპოზიციის შანსებს გაზრდის… ,,ისინი ასადს ხომ არ მისცემენ ხმას?!,, აცხადებს კერი ჩანაწერში.
,,ნიუ იორკ თაიმსის მიერ გამოქვეყნებულ,, ფარულ აუდიოჩანაწერზე, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეს კერძო საუბარი იყო… და მას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ 2 დღის უკან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რუსეთის ქმედებების გამო სირიის ალეპოში, კონფლიქტის ფარგლებში ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაწყვეტის მუქარა გააჟღერა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი ფრანცისკე სვეტიცხოველს სტუმრობდა
შემდეგი სტატიასოფელ დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა