“სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი დავბლოკეთ”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერები გავრცელდა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – ევროკავშირის ელჩი დიმიტრი მედოევის ინტერვიუს ეხმაურება
შემდეგი სტატიადეპუტატ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება – ნუკრი ქანთარია პასუხს სამართალდამცველებისგან ითხოვს