დეპუტატ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება – ნუკრი ქანთარია პასუხს სამართალდამცველებისგან ითხოვს

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სამართალდამცავებისგან პასუხს ითხოვს. დეპუტატის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ამ დრომდე ვრცელდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა დამნაშავეთა დროული გამოვლინება შეძლონ.

ნუკრი ქანთარიას თქმით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას ასევე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვინ დგას ამ პროცესის უკან.

თავად ეკა ბესელია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს. მანამდე კი ლონდონში მივლინებით ყოფნის დროს მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა რომ ის მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა.

შეგახსნებთ, რომ დილიდან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში“სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი დავბლოკეთ”- შსს
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს