SNGP-ის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 27, 2017 12:06

SNGP-ის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის – სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. მან ნატოს მხარესა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ინიციატივა მოიცავდა ნატოს პროცედურებისა და დაგეგმვის პროცესის დანერგვას ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულებით, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებს. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იყვნენ ნატოს ალბანელი და ბელგიელი მრჩევლები.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და გენერალური შტაბის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო მრჩეველები დაესწრნენ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 27, 2017 12:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics