ფულმა და ძალაუფლებამ გაიმარჯვა, თავისუფლება და თვითმმართველობა დამარცხდა – უსუფაშვილი არჩევნებზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯოდმარე და “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, ხოლო თავისუფლება და თვითმმართველობა დამარცხდა. რაც შეეხება “შენების მოძრაობის” შედეგს, უფუაშვილი ამბობს, რომ შედეგები დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, მოძრაობა17 მუნიციპალიტეტში მონაწილეობდა და აქედან 8-ში საკრებულოს წევრები ეყოლებათ

“ჩვენი ქვეყნის წინსვლა უკავშირდება თავისუფლებას არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ მეტად შეზღუდული მოქალაქეები, რომლებსაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული. ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს უკეთესი, ვიდრე 2012 წელს, ვერ გვამშვიდებს. სწორედ იმიტომ დავაღწიეთ თავი წინა რეჟიმს, რომ ყოფილიყო მეტი თავისუფლება.

ჩვენი ამოცანები შევასრულეთ, მაგრამ “შენების მოძრაობა” კმაყოფილი იქნება მაშინ, როცა ქვეყანა წავა წინ. ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა. თვითმმართველობა დამარცხდა, რადგან ჩვენ მივიღეთ ფორმით არჩეული, მაგრამ შინაარსით დანიშნული მერები. 2020 წლისთვის “შენების მოძრაობა” გაცილებით უკეთესად იქნება მომზადებული”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიSNGP-ის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა
შემდეგი სტატიაოქმებში ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, იყვნენ საარჩევნო უბნებზე – “ენმ” სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს