ქართულმა მხარემ უნდა გამოაცხადოს, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები წყდება

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

samadaShvili„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების სრულიად უპასუხისმგებლო და გაუაზრებელ პოლიტიკას შეეწირა ჩვენი თანამოქალაქე,“ – ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, ხურჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

სამადაშვილის თქმით, “საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის მაამებლურ პოლიტიკას ატარებს” და მისი თქმით, “სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რამაც მსგავსი სახის ტრაგედია გამოიწვია”.

„ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, თუ რა მოეწონებათ კრემლში და არა ის, თუ რა შედის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებში,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გამოაცხადოს, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები წყდება, სანამ საქმის გამოძიება არ დაიწყება,

„დღეს უნდა დასრულდეს თავის მოტყუების პოლიტიკა. დღევანდელმა ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და მოიქცეს ისე, როგორც იქცევა სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სოფელ ხურჩაში მომხდარი ინციდენტის დროს ქართულ მხარეს ცეცხლი უნდა გაეხსნა
შემდეგი სტატიათბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარია მოხდა