„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სოფელ ხურჩაში მომხდარი ინციდენტის დროს ქართულ მხარეს ცეცხლი უნდა გაეხსნა

alasania5„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სოფელ ხურჩაში მომხდარი ინციდენტის დროს ქართულ მხარეს ცეცხლი უნდა გაეხსნა.

როგორც „ქრონიკის სტუდიაში“ ალასანიამ აღნიშნა, ქართველ პოლიციელს ცეცხლი რომ გაეხსნა, აღნიშნული ინციდენტი არ მოხდებოდა.

„სამართალდამცავი სტრუქტურების, იმ პოლიციელის, რომელიც ასეთ დანაშაულს შეესწრება, მოვალეობაა, რომ ცეცხლი გახსნას და თავდამსხმელი ყველა შემთხვევაში ადგილზე გაანადგუროს. ეს რომ მომხდარიყო და იმ ოთხი ყაჩაღისთვის, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე უკვე გადმოსული იყო, ჩვენს სამართალდამცავებს ამ ფორმით გაეცა პასუხი, დამერწმუნეთ, რომ ვერც ერთი, ვეღარასდროს ვეღარ გაბედავდა ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენას“, – განმარტა ირაკლი ალასანიამ.

მისივე განმარტებით, ქართველ სამართალდამცველებს სასწრაფოდ უნდა მიეცეს ბრძანება, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, ცეცხლი გახსნან.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი – გიგა ოთხოზორია მოკლა.

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ უნდა გამოაცხადოს, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები წყდება