სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს
სხვა სტატიები
- ნიკა მელია: საერთოდ არ მახსოვდა, პოლიტიკოსი თუ ვინ ვიყავი (video)
- გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევას
- ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა. სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი განიხილება, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშანი.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და აფხაზთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
ხაზი გაესვა, სლოვაკეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის საკითხებში. ასევე, აღინიშნა, სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით.
საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, მომავალში გააძლიეროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში.
ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.