ირინა იმერლიშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობა, ასევე კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა

უშიშროების საბჭოს მდივანმა „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. იმერლიშვილის თქმით საქე ისე უნდა წარიმართოს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამი პრინციპი სასამართლოს დამოუკიდებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და კანონის უზენაესობა დაცული იყოს:
„კონკრეტულ პროცესზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობა, ასევე კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ასევე კანონის უზენაესობა. ეს სამი პრინციპი ერთნაირად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.“-განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში დღეს რუსთავი2-ის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა იმართება.

banner
წინა სტატიაშიგუშინდელმა სტიქიამ ადიგენი, გორი და თეთრიწყარო დააზარალა
შემდეგი სტატიასლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს