ევროკომისიის პრეზიდენტი: Brexit-ისგან დავიღალე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დღეს განაცხადა, რომ Brexit-ისგან დაიღალა. გუშინ იუნკერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტერეზა მეისთან მოლაპარაკებები გამართა. მან ევროპის ეკომონიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებს ხისტი “ბრექსიტისთვის” თავის აცილების პერსპექტივას – Politico წერს.
“თუკი ისე მოხდება, რომ შეთანხმება არ იქნება, და მე ამას არ გამოვრიცხავ, მას საშინელი ეკონომიკური და სოციალური შედეგები ექნება დიდი ბრიტანეთისა და კონტინენტისთვის. ამიტომ ჩემი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ყველაზე ცუდი თავიდან ავიცილოთ. მე არც თუ ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როცა საქმე ამ საკითხს ეხება” – თქვა იუნკერმა. “რაღაც დაღლასავით ვგრძნობ Brexit-ისგან… ეს კატასტროფაა” – დაამატა მან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ განაცხადა, რომ ჟან-კლოდ იუნკერთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები ვერ შედგა. ისინი ერთმანეთს თვის ბოლოს ისევ შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე – ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრით ჩვენს მოსახლეობას მოლოდინი გაუცრუვდა
შემდეგი სტატიასლოვაკეთი: ათასობით ადამიანი შეიკრიბა გასულ წელს მოკლული ჟურნალისტის პატივსაცემად