სკოტლენდ იარდი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

ლონდონში რამდენიმე საათის წინ მომხდარი თავდასხმის გამო ქალაქში უსაფრთოების ზომები გაძლიერებულია. სამართალდამცველები “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე აქვეყნებენ შეტყობინებას: ინციდენტი#Westminster: გთხოვთ, შეგვატყობინოთ ყველაფერი, რაც ეჭვს გამოიწვევს, ტერორიზმთან ბრძოლის ცხელ ხაზზე 0800 789 321. ექსტრემალურ შემთხვევებში კი აკრიფეთ 999.

შეგახსენებთ, რომ უცნობმა მამაკაცმა ლონდონში, პარლამენტის შენობასთან ხალხს ჯერ მანქანით გადაუარა, შემდეგ კი დანით შენობაში აპირებდა შეჭრას. ის პოლიციელებმა გააუვნებელყვეს.
სავარაუდოდ, დაშავებულია 12 ადამიანი. მედია მსხვერპლის გაზრდილ რაოდენობაზე წერს, თუმცა, რაოდენობას არ აზუსტებს.

banner
წინა სტატიაშიგაგარინის მოედანზე სწრაფი გადახდის აპარატი დააზიანეს
შემდეგი სტატიასწრაფი გადახდის აპარატის დაზიანება ცხელ კვალზე გაიხსნა