სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სწავლობს

ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უწყება საქმის კურსშია, გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისათვის აღმოჩენილი არაფერია.  ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი, ყალბია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთ სკოლაში სწავლის გაუქმების შესახებ, რასაც ამ დროისათვის, არ ადასტურებს განათლების სამინისტრო.

სოციალურ ქსელებში ინფორმაცია, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლაში „ტერორისტული თავდასხმა“ იგეგმება, 21 აპრილს, საღამოს გავრცელდა.

 

banner
წინა სტატიაშიქართულ-ევროპული საზოგადოების წევრები გერმანიაში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან
შემდეგი სტატიაიტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს